აირჩიეთ ყველაზე სწრაფი მარშრუტი " ა " პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე თქვენი საქმიანი მოგზაურობისთვის.ვერტმფრენით მგზავრობა თქვენი დროის საგრძნობ ეკონომიას ოძლევა,რადგან აგარიდებთ აეროპორტამდე მისვლა-მოსვლის აუცილებლობას. ვერტმფრენით მოგზაურობა ამცირებს მგზავრობასთან დაკავშირებულ სტრესს,რადგან პირდაპირ ან ახლოს მიგიყვანენ თქვენს კლიენტებთან,რითაც გამოგითავისუფლდებათ დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
ვერტმფრენით მგზავრობისას გექნებათ დრო და სივრცე სრული კონფიდენციალური მუშაობისთვის. ერთ დღეში მრავალგან გაფრენის შესაძლებლობა მეტი შეხვედრის გამართვის საშუალებას მოგცემთ. ეს გაძლევთ თქვენ მეტ დროს კლიენტებთან ურთიერთობისთვის და ზრდის გარიგებების დადების შანსს.
ისარგებლეთ ჩვენი ვერტმფორენების მომსახურებით ტვირთის გადასაზიდად საქართველოს ყველაზე შორეულ და ძნელად მისასვლელ კუთხეებში,იქნება ეს აღჭურ- ვილობა თქვენი ბიზნესისთვის ,სასწრაფო მარაგი სხვადასხვა ღონისძიებისთვის თუ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქცია შორს მყოფ ადამიანთა ჯგუფისთვის. ჩვენ ზუსტი და უსაფრთხო მიწოდების გარანტიას ვიძლევით. ჩვენი ვერტმფრენები აღჭურ- ვილია სხვადასხვა სახის ტვირთის გადასატანად,გთავაზობთ რა თქვენი ლოჯისტიკური ამოცანების მოქნილ და ეფექტურ გადაწყვეტას.
ჩვენ კლიენტების უსაფრთხოებასა და კომფორტს უპირველეს მნიშვნელობას ვა- ნიჭებთ. კომპანიის ორძრავიანი ვერტმფრენები,რომელთაც გამოცდილი ეკიპაჟები მართავენ,შეესაბამება უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს.მოწინავე ტექნოლოგიისა და საფუძვლიანი მომსახურების წყალობით, უზრუნველვყოფთ ფრენისთვის მზადყფნას და საიმედოობას სხადასხვა ამინდში,ასევე მხოლოდ ჩვენ დავფრინავთ ღამით.
ჩარტერული ვერტმფრენი მიგიყვანთ ,პრაქტიკულად, ყველგან,სადაც გნებავთ,რაც საშუ- ალებას მოგცემთ,ერთ დღეში მოასწროთ ბევრად მეტი,ვიდრე თვითმფრინავით ან მანქანით მგზავრობისას. ასე რომ,თუ თქვენ გინდათ,ერთ დღეში ეწვიოთ რამდენიმე ღვინის ქარხანას ,ან კიდევ დილით ითამაშოთ გოლფის პარტია სასტუმრო Ambassador-ში,კახეთში და დაასრულოთ დღე სეირნობით საქართველოს მარგალიტში - სიყვარულის ქალაქ სიღნაღში,სრულ კომფორტსა და სიმშვიდეში-პრობლემა არაა.
წარმოიდგინეთ,რომ მიფრინავთ თქვენი საყვარელი მოვლენების პირდაპირ შუაგულში- მუსიკალურ ფესტივალზე ან სათხილამურო სპორტის ჩემპიონატზე. დაისვენეთ ფეშენებელურ სასტუმროში ან კურორტზე მგზავრობის ჩვეული გაწამაწიის გარეშე. მთავარია,გაარკვიო და აღმოაჩინო სიახლე! თქვენ შეგიძლიათ აფრინდეთ და დაეშვათ,პრაქტიკულად,ნებისმიერ ადგილას,ექსკლუზიურ და მიუვალ ადგილებში. ვფიქრობთ,დაგვეთანხმებით,რომ ეს საუკეთესო საშუალებაა თავისუფალი დროის მაქსიმალურად ეფექტურად გასატარებლად.
ჩვენი სამსახური საგანგებო სიტუაციისას გთავაზობთ ევაკუაციის საიმედო სერვისებს, უზრუნველყოფს რა სწრაფ და უსაფრთხო გადაყვანას სახიფათო ზონებიდან.მოულოდნელი ბუნებრივი კატასტროფების,სასწრაფო ევაკუაციის ან სხვა კრიტიკული სცენარის შემთხვევაში ჩვენი გუნდი მზადაა დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის. ჩვენ აღჭურვილი ვართ ყველა აუცილებელი საშუალებით რთული ოპერაციების ჩასატარებლად ადამიანთა ევაკუაციისა და გადასარჩენად,გთავაზობთ რა სიმშვიდეს და გარწმუნებთ,რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ნებისმიერ ვითარებაში უსაფრთხოდ იქნებით.
აღმოაჩინეთ Heliskiing-ის მომაჯადოებელი სამყარო-თხილამურებით სრიალის უნიკალური შესაძლებლობა თოვლში ჩაფლულ ფეხდაუდგამ ფერდობებზე,რომელიც მხოლოდ ჰაერიდანაა ხელმისაწვდომი. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ექსკლუზიურ გადაყვანას საქრთველოს ყველაზე თვალწარმტაც და განმარტოებულ მწვერვალებზე,საიდანაც ყოველი დაშვება განუმეორებელი თავგადასავალია. Heliskiing-ის გამოცდილი ინსტრუქტორები და პილოტები გაგიძღვებიან ამ მოგზაურობაში,უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას და მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. ამაღლდით ერთფეროვნებაზე და დატოვეთ თქვენი ნაკვალევი მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილ თვალისმომჭრელ მოქათქათე ფერდობებზე.
Eurocopter BO-105
Bo-105 თავდაპირველად შეიქმნა სამხედრო მიზნებისთვის,რაც ხაზს უსვავს მის საიმედოობას და მაღალ წარმადობას. ეს მას იდეალურს ხდის მისიებისთვის,რაც მოითხოვს მაღალ სტაბილურობასა და გამძლეობას.
როტორის უნიკალური დიზაინის წყალობით BO-105 ხასიათდება განსაკუთრებული შესაძლებლობით,რაც მჭიდრო სივრცეებში რთული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას აძლევს.
BO-105 მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება სამაშველო და სამძებრო ოპერაციებში სიცოცხლის გადასარჩენად და საგანგებო სიტუაციებში დასახმარებლად.
ორი ძრავა უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას და ზრდის ვერტმფრენის სრულ საიმედობას,განსაკუთრებით რთულ პირობებში ფრენისას.
BO-105–ზე დამონტაჟებული ავიონიკა და სანავიგაციო სისტემები საშუალებას იძლევა შესრულდეს ფრენები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და ზრდის ფრენების უსაფრთხოების დონეს.
BO-105 მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება სამაშველო და სამძებრო ოპერაციებში სიცოცხლის გადასარჩენად და საგანგებო სიტუაციებში დასახმარებლად.
BO-105 ეფექტურია სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობებში,რისი წყალობითაც იგი საიმედო არჩევანია ოპერაციების შესასრულებლად რთულ ამინდში.