მოგეხსენებათ საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე ხშირად საგანგებო სიტუაციის სამართავად ვერტმფრენით გადაადგილება არის ერთადერთი გამოსავალი. გადაუდებელი სამძებრო-სამაშველო თუ სამედიცინო დახმარების გასაწევად სწრაფ რეაგირებას, ძირითად შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ მფრინავები უნდა იყვნენ სათანადოდ მომზადებულნი, გააჩნდეთ მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება და სათანადო აღჭურვილობა, ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს საჰაერო ხომალდის ტიპს თუ რამდენად აპრობირებულია და გამოდგება მახასიათებლებიდან გამომდინარე მსგავსის საქმიანობისთვის.
,,ავიაკოპტერი“ გთავაზობთ Bo-105 ტიპის ორძრავიან ვერტმფრენს, რომელიც გამორჩეულია მისი საიმედოობით და მსგავსი ტიპის ოპერაციების შესრულების დიდი ისტორიით.
Bo-105 ტიპის ვერტმფრენი, 1970 წლიდან დღემდე, ევროპის არაერთ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც სამძებრო–სამაშველო, სამედიცინო დახმარებისა და სანაპირო დაცვის საშუალებად. მან ხანგძლივი ექსპლუატაციის პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა თავისი საიმედოობა და შესაძლებლობები.
,,ავიაკოპტერის“ მფრინავებს ოცდაათ წლიანი საფრენოსნო გამოცდილების განმავლობაში არაერთხელ აქვთ მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ტიპის რთულ სამაშველო, სამძებრო თუ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში.
გარდა ამისა, ხშირად, საჭირო ხდება შემდეგი სახის გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა ვერტმფრენის გამოყენებით:
მძიე პაციენტის გადაყვანა ერთი კლინიკიდან მეორეში, ან რთულად მისადგომი რელიეფიდან პირდაპირ კლინიკაში
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება საჰაერო გზით, რთულად მისადგომ რეგიონებში და ფორსმაჟორულ სიტუაციებში.