ვერტმფრენის მეშვეობით ტვირთის გადატანა მსოფლიოში აპრობირებული და შეუცვლელი მეთოდია , როდესაც საქმე ეხება  სპეციფიური სახის ტვირთს, ძნელად მისადგომ ადგილებსა და ფორსმაჟორულ სიტუაციებს.

აღნიშნულ სერვის გააჩნია შემდეგი სახის უპირატესობები:

  • ოპერატიულობადრო და სიჩქარე ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია რიგი ტვირთის გადატანისას. ხშირად დროული და სწრაფი მიწოდება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა , სწორედ ამ შემთხვევებისთვის ვერტმფრენი უალტერნატივო საშუალებაა.
  • წვდომა რთულად მისადგომ ადგილებთანვერტმფრენის მახასიათებლიდან გამომდინარე, ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელია რთული რელიეფის მქონე რეგიონებში, სადაც ხშირად არის უგზოობის პრობლემა. ასევე ხშირია წყალდიდობა და მეწყერი, რაც იწვევს ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის გარემოსგან მოწყვეტას, ამ შემთხვევაშიც სწორედ ვერტმფრენია ერთადერთი საშუალება  მოსახლეობის სურსათითა და სხვა საჭირო, გადაუდებელი სამედიცინო მედიკამენტებით მომარაგებაში

         თუ თქვენი საქმიანობა საჭიროებს საჰაერო გზით ტვირთის გადაზიდვას აღნიშული სერვისის დაგეგმვასა და შესრულებაში დაგეხმარებათავიაკოპტერი”. ვერტმფრენით ტვირთის გადატანა შესაძლებელია როგორც საბარგულით, ასევე საკიდელის გამოყენებით ტვირთის გაბარიტებისა და სპეციფური მახასიათებლის შესაბამისად.