თუშეთი
ისტორიული რეგიონი თუშეთი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთით, კახეთის მთიანეთში მდებარეობს. იგი გამოირჩევა უნიკალური ლანდშაპტით, რაც ყველა მნახველზე განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს – კავკასიონზე გაშლილი ხედებით, ენდემური ფლორითა და უნიკალური არქიტექტურით სრულ ჰარმონიაში მოდის გარემოსთან. გარდა ამისა, თუშებმა კარგად შემოინახეს უძველესი ადათ–წესები, სამზარეულო და ლუდის (ალუდი) ხარშვის უძველესი ტრადიცია. ყოველივე ამის გამო თუშეთი ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება საქართველოში, თუმცა, ძლიერი წვიმა, ხშირი ქვათაცვენა და მეწყერი პერიოდულად იწვევს სამანქანე გზის პარალიზებას, რის გამოც ტურისტები უარს ამბობენ მის მონახულბაზე. გარდა ამისა, მანქანით თუშეთამდე გასავლელი მანძილი დამღლელი და არაკომფორტულია.
სწორედ ამიტომ ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოინახულოთ თუშეთი უსაფრთხოდ და კომფორტულად.
ტურის განრიგი:
- გაფრენა კაჭრეთის ამბასადორიდან თუშეთის მიმართულებით
- აბანოს უღელტეხილი
- შენაქო
- დიკლო
- დართო
- ფარსმა
- გირევი
- ზემო ომალო – დაფრენა (3 საათი მოლოდინი)
- გაფრენა კაჭრეთის მიმართულებით
- კაჭრეთის ამბასადორი
მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა: 4;
ფრენის სრული ხანგრძლივობა: 1 საათი, 10 წუთი;
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :